|
2024-02-12 17:10:49, 916 ნახვა
პოლიტიკა
გალუზინი - საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი გადავლახეთ
საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს რადიკალების ცნობილმა პროვოკაციებმა გამოიწვია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსული სამთავრობო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც გალუზინი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების შესრულებამ ხელი შეუწყო საქართველო-რუსეთს შორის კომუნიკაციის პირობებს, ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების გაძლიერებასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. "საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს რადიკალების ცნობილმა პროვოკაციებმა გამოიწვია. გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, გაუქმდა და პირდაპირი ფრენები განახლდა. ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების შესრულებამ ხელი შეუწყო ჩვენს ერებს შორის კომუნიკაციის პირობებს, ხელი შეუწყო ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების გაძლიერებას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას", - განაცხადა გალუზინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)