03:49 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 14:59:19, 416 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის წერილი 9 თებერვლით თარიღდება.

"საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა",- ამბობენ ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მან ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა არ მიულოცა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics