13:56 - 15 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 11:28:08, 462 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად მუშაობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გუანჯოუში ჩინელ კოლეგასთან, ვანგ ისთან  მოლაპარაკებების შედეგად მან მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს “დროებით გადაწყვეტილებებს“, არამედ მუშაობს მდგრადობასა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტაზე. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა" წერს.

გამოცემის ცნობით, კულებამ ასევე აღნიშნა, რომ "პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება არის ის, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას".

მისი თქმით, ვანგ იმ "ძალიან მკაფიოდ და არაერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ ხელშეუხებელია". 

"მე ვისაუბრე სამართლიანი მშვიდობის მნიშვნელობაზე და არა რამე სახის მშვიდობაზე. და თავად ჩემმა ჩინელმა კოლეგამ დაამატა, რომ - სამართლიანი და ხანგრძლივი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც წესი, ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ მშვიდობა უნდა იყოს სტაბილური - ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, დროებით ზავებს, მაგრამ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის პრობლემის მუდმივ, სტრატეგიულ გადაწყვეტაზე და ეს ასევე ძალიან დადებითი სიგნალია“,- აღნიშნა კულებამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმი ახალ ეტაპზე, ის რაც მოხდა გიორგი გახარიას მიმართ არის წარმოუდგენელი
იფიცება საქართველო - მეტეხის ხიდიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
ბერდია სიჭინავა - არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics