|
2024-02-11 15:34:17, 984 ნახვა
მსოფლიო
კამერონი - ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით
ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი სოციალურ ქსელში წერს. კამერონის განცხადებით, დაუყოვნებლივი პაუზა პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. "ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით. ღაზას სექტორის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ მხარეში, თავშესაფარშია. პრიორიტეტი უნდა იყოს დაუყოვნებლივი პაუზა დახმარების მისაღებად და მძევლების გასათავისუფლებლად, შემდეგ კი პროგრესი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ",- წერს კამერონი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე]. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა. გაეროს ინფორმაციით, რაფაჰში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანია, მათი უმრავლესობა ღაზას სხვადასხვა ადგილიდან არის დევნილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)