14:37 - 04 Oct, 2026
|
2024-02-11 13:34:23, 1170 ნახვა
მსოფლიო
სანდუ - არ გამოვრიცხავ, რამდენიმე წელში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს
არ გამოვრიცხავ, რამდენიმე წელში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდეს,- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს. სანდუს თქმით, მთავარი საკითხი რუსული ჯარების არსებობაა. "ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა. ვცდილობთ, ეტაპობრივად, დიდი ხმაურის გარეშე გადავწყვიტოთ საკითხები... ჩვენ ვხედავთ, რომ კრემლის მსახურები აქ დილიდან საღამომდე გამოხატავენ შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტის შესახებ, მაგრამ მოლდოვას ნეიტრალიტეტის სტატუსს მხოლოდ რუსეთი არღვევს. არცერთი სხვა ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს",- აცხადებს სანდუ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)