|
2024-02-10 16:08:55, 1337 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა - გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა
გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, რუსეთი თბილისიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას. „ჩვენი მხრივ, ჩვენ გავაუქმეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა 2000 წლიდან და აღვადგინეთ პირდაპირი ფრენები, რამაც ხელი შეუწყო ადამიანებს შორის კონტაქტებს და ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ჩვენ მიზნად ვისახავთ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას, რა თქმა უნდა, თბილისიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, - განაცხადა ზახაროვამ მისივე თქმით, მოსკოვი აგრძელებს „აფხაზი და ოსი მეგობრების დახმარებას სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაში“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)