|
2024-02-10 12:12:19, 1204 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, რუსული აგრესია შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს
თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, რუსული აგრესია შესაძლოა, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრები კონფრონტაციისთვის აქტიურად უნდა მოემზადონ. „თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება. რუსული აგრესიის შესაჩერებლად, აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა და ნატოს სამხედრო პოტენციალში ინვესტიციის ჩადება, რადგან რუსეთი უკვე ამზადებს საკუთარ ეკონომიკას ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ გვჭირდება სწრაფად აღვადგინოთ და გავაფართოოთ ჩვენი სამრეწველო ბაზა, რათა გავზარდოთ უკრაინაში მიწოდება და შევავსოთ ჩვენი საკუთარი რეზერვები. ეს ნიშნავს ნელი წარმოებიდან სწრაფ წარმოებაზე გადასვლას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)