|
2024-02-09 17:04:54, 1133 ნახვა
პოლიტიკა
„სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ წავწიოთ“ - შოლცის მილოცვა კობახიძეს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი გერმანიის ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც შოლცი აღნიშნავს, ის მოულოდნელად ელის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლა ჰქონდეს. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე. იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, გუშინ, 8 თებერვალს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)