|
2024-02-09 16:52:34, 1012 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი ნაცვლიშვილს - თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც
ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე პასუხის გაცემა, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას. მანამდე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც პრობლემაა. „ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს იქნებ ესეც გაუკვირდეს, ბატონმა თენგიზმა [შარმანაშვილმა] თქვა, რომ გაკვირვება გამოხატა, როგორ შეიძლება თურმე, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტსაბჭოს წევრიაო. ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. ამ ნონსენსში ვართ. არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე რეაგირება და პასუხის გაცემა, რომ თურმე შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტსაბჭოს წევრები. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)