|
2024-02-09 14:38:25, 987 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ვაპირებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს სათავეში ჩავუდგე
მე ვაპირებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს სათავეში ჩავუდგე, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, "მზადაა ამ არჩევნებში პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, ვინაიდან ახლა საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდება". "მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას მხარს დაუჭერენ პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე ბევრი საზოგადოებრივი აქტიური მოღვაწე და მე მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე პოლიტიკური ბრძოლის იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი; აქ წყდება საკითხი საერთოდ გვექნება მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა... მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბორდის ჩემი თავმჯდომარეობის თემაზე, პირველად არის, როცა უშუალოდ ვერთვები კამპანიაში, უშუალოდ ვერთვები, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვების პლატფორმის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის მოქალაქედ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს", - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)