17:12 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 14:00:22, 901 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობოები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხალხის არჩეულ სუბიექტებს, მოვალენი არიან, ორ მთავარ საკითხს გასცენ პასუხი, რათა მოიპოვონ საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

როგორც პაპუაშვილი წერს, პირველი საკითხია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და არა ქართველი მეცენატების ან ინტერესთა ჯგუფების მიერ.

„მეორე პრობლემა კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მცდელობებია, რაც შეკითხვებს ბადებს მათი პოლიტიკური კავშირების თაობაზე“, - წერს პაპუაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის
პაპუაშვილი - თუ ევროკავშირს უნდა საქართველო მისი წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ვერ მიგვიღებს
ლილოს ნაგავსაყრელის გატანაზე კვლევები ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics