14:36 - 04 Oct, 2026
|
2024-02-09 13:16:47, 814 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისა და ისრაელისთვის 95,3 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც CNN წერს, კანონპროქტს მხარი 60-მა სენატორმა დაუჭირა მას შემდეგ, რაც "რესპუბლიკელებმა", უფრო ფართო კანონპროექტი, რომელიც საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებსაც მოიცავდა, დაბლოკეს. უცხოური დახმარების პროექტი ამით ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა საბოლოო კენჭისყრას, რომელიც სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება. ცნობისთვის, კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას, ისაელისთვის 14 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო 4,83 მილიარდ დოლარს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, კერძოდ, ტაივანში პარტნიორების მხარდასაჭერად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)