|
2024-02-08 20:35:24, 1062 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. როგორც შარლ მიშელი აღნიშავს, მან ალიევთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან სამომავლო ჩართულობის მნიშვნელობას. „განვიხილეთ ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები, თანამშრომლობა, მათ შორის დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით. ასევე გვქონდა არსებითი დისკუსია სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. მივესალმები აზერბაიჯანის ვალდებულებას, განაახლოს ბრიუსელის პროცესის სამმხრივი შეხვედრა სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის წინსვლისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 92,05%-ით გაიმარჯვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)