18:15 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 15:33:45, 777 ნახვა

პოლიტიკა
იოსელიანი - ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ სტიქია თავიდან აცილებული ყოფილიყო

ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბაღდათისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მომხდარ სტიქიებზე საუბრისას განაცხადა.

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ეკოლოგიაზე და მის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია", - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 7 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით ჩამოწოლილ მეწყერს, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხოდ მხოლოდ ერთი პირის გამოყვანა შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ „თუმო ქუთაისი“ გაიხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics