|
2026-10-09 18:02:56, 275 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილება. „მისი მიმდინარე დღის წესრიგის ფარგლებში, საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს“, - ნათქვამია პრესრელიზში. შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, უხელმძღვანელებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ სულ უფრო მზარდ ჰიბრიდულ კამპანიას. დისკუსია მოიცავს ევროკავშირის რეაგირებას რუსეთის გაძლიერებულ ჰიბრიდულ აქტივობაზე, ასევე უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას. ძირითადი განხილვის დაწყებამდე, მინისტრები აზრებს გაცვლიან თავიანთ უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიჰასთან. საბჭო ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ირანში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტით ნავიგაციის თავისუფლებაზე. მინისტრები ასევე აზრებს გაცვლიან ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე.
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)