14:37 - 04 Oct, 2026
|
2024-02-08 10:46:40, 858 ნახვა
მსოფლიო
BBC - ბაღდადში აშშ-ის დარტყმის შედეგად „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ამერიკის შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად "კატაიბ ჰეზბოლას" მეთაური და მისი 2 მცველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, "კატაიბ ჰეზბოლას" სამივე წევრი იმყოფებოდა მანქანაში, რომელიც დრონის სამიზნე გახდა. მომხდარის შემდეგ პენტაგონმა განაცხადა, რომ მეთაური იყო პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვასა და მონაწილეობაზე. პენტაგონის ცნობით, შტატების მხრიდან თავდასხმა უკავშირდება ასევე გასულ თვეში, იორდანიაში დრონით შეტევას, რასაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავის მხრივ, "კატაიბ ჰეზბოლა" ამბობს, რომ აჩერებს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე, რათა ერაყის მთავრობისთვის "უხერხულობა" თავიდან აიცილოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)