|
2024-02-08 10:00:25, 904 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - საქართველოს მიერ EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რეგიონში რეალობას მნიშვნელოვნად ცვლის
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რეგიონში რეალობას მნიშვნელოვნად ცვლის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ფაშინიანის თქმით, საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს. "მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა. და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (საქართველო და თურქეთი. რედ.) და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა "სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი?" ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი - ეს ჩვენი რეგიონია", - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)