|
2024-02-07 16:40:47, 898 ნახვა
მსოფლიო
დუდა - ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულება ნამდვილად შეუძლია
დონალდ ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულება ნამდვილად შეუძლია, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. როგორც დუდამ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბევრჯერ დაფიქრდება, ვიდრე ნატოს რომელიმე ქვეყანაზე თავადსხმას გაბედავს, რადგან მან იცის, რამდენად დიდია განსხავავება ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მხრივ ნატოსა და რუსეთს შორის. „ჩემი პირადი გამოცდილებით, როგორც პოლონეთის პრეზიდენტს, რომელსაც უმუშავია პრეზიდენტ ტრამპთან, შემიძლია გითხრათ, რომ მან შეასრულა ყველაფერი, რასაც დამპირდა. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ტრამპი ასრულებს დანაპირებს. თუ ის რამეს ამბობს, ამას სერიოზულად ვეკიდები“, - განაცხადა დუდამ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)