|
2024-02-07 12:32:04, 875 ნახვა
მსოფლიო
მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას გერმანიას ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Tagesspiegel-ი ავრცელებს. Tagesspiegel-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. როგორც გამოცემა წერს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე კრისტოფ ჰეუსგენი უკრაინის პრეზიდენტის კონფერენციაში მონაწილეობას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა გაუგზავნა. გამოცემის ცნობითვე, უსაფრთხოების მიზნით, ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დეტალები და ზუსტი განრიგი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. შეგახსენებთ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმიანიას პირველი ოფიციალური ვიზიტით 2023 წლის 14 მაისს ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)