|
2024-02-07 09:45:07, 929 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
აზერბაიჯანში დღეს, 7 თებერვალს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, მაზაჰირ პანაჰოვის განცხადებით, საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე გაიხსნა. მისივე თქმით, ცესკოს საინფორმაციო ცენტრი კენჭისყრის მიმდინარეობისა და წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციას 10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 19:00 საათზე გაავრცელებს. საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის 7 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მონაწილეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 6 მილიონ 478 ათას 623 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით 6 537 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს მონიტორინგს 90 000-ზე მეტი დამკვირვებელი უწევს. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განკარგულებას ხელი გასულ წელს მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)