|
2024-02-05 14:45:11, 858 ნახვა
მსოფლიო
მედია - აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი შეათანხმა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი შეათანხმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს. France24-ის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტი უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად, ასევე აშშ-ის სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად 118.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს, საიდანაც 60 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდასაჭერად, 14 მილიარდი ისრაელისთვის, 20 მილიარდი დოლარი კი, აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისთვის გამოიყოფა. ამასთან, გამოცემა წერს, რომ სენატში კანონპროექტის კენჭისყრა 7 თებერვალს იგეგმება. დოკუმენტი ქვედა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გააკრიტიკა. ჯონსონის თქმით, კანონპროექტი საზღვარზე არსებულ კატასტროფას ვერ მოაგვარებს და მას წარმომადგენელთა პალატაში წარუმატებლობა ელის. „ეს კანონი კიდევ უფრო ცუდია, ვიდრე მოლოდინი არსებობდა და ვერც კი აახლოებს საზღვარზე არსებული კატასტროფის დასასრულს, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა“, - განაცხადა მაიკ ჯონსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)