|
2024-02-03 18:15:21, 1278 ნახვა
მსოფლიო
წილოსანი - ოპოზიციის ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ
ოპოზიციის ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა. როგორც წილოსანმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამაში, საოკუპაციო პოლიტიკის განმუხტვა და რეალური პოლიტიკის გატარება ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი იქნება. „ირაკლი კობახიძემ როგორც სამთავრობო პროგრამაში, ასევე მის გამოსვლაშიც ძირითადი აქცენტები გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, ჩვენს დებზე და ძმებზე - აფხაზებზე, ოსებზე, ამიტომ, თავისთავად საოკუპაციო პოლიტიკის განმუხტვა და რეალური პოლიტიკის გატარება მისი ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი იქნება. ოპოზიციას ვერ ვუპასუხებ ამ ყველაფერზე, რადგან მათი ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ. მხოლოდ ამ ხაზთან ჩასვლით ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებენ. ამიტომ, კონცენტრირდნენ საქმეზე და არა პიარულ და პოპულისტურ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)