|
2024-02-02 16:14:18, 944 ნახვა
მსოფლიო
კამერონი - დიდ ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიაროს
დიდ ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიაროს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა. როგორც კამერონი აღნიშნავს, აღიარების პროცესი ვერ მოხდება მაშინ, როცა „ჰამასი“ ღაზაშია, თუმცა შესაძლოა, განხორციელდეს იქამდე, ვიდრე პალესტინელ ლიდერებთან ისრაელის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „არ შეიძლება, არსებობდეს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, როდესაც ღაზა ისევ კონტროლირდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 7 ოქტომბერზე. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ პალესტინელ ხალხს მივცეთ ჰორიზონტი უკეთესი მომავლისკენ, საკუთარი სახელმწიფოს მომავლისკენ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)