|
2024-02-01 22:05:57, 991 ნახვა
მსოფლიო
მიშელი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე - ევროპა ერთიანია და ჩვენ პუტინის არ გვეშინია
ეს გადაწყვეტილება უგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს და აჩვენებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინის გვერდით ვიდგეთ, - ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას. როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროპა ერთიანია და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არ ეშინია. "დეკემბერში ჩვენ დიდი პროგრესი გვქონდა, როდესაც ოფიციალურად გადავედით გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე უკრაინასა და მოლდოვასთან, დღეს კი გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მოხდება დამატებით 50 მილიარდი ევროს მობილიზება უკრაინისთვის. ეს გადაწყვეტილება უგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს და აჩვენებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინის გვერდით ვიდგეთ, ეს ასევე არის გზავნილი ჩვენი ევროპელი მოქალაქეებისთვის, რომ ევროპა ერთიანია და ჩვენ არ გვეშინია პუტინის, ეს ასევე არის გზავნილი აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა შარლ მიშელმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)