|
2024-02-01 17:16:56, 1012 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე - გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო - ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს EU-ის ერთიანობას
მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. ზელენსკის თქმით, უკრაინის ფინანსური დახმარება ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას გააძლიერებს. "მადლობას ვუხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის დახმარების ფონდის შექმნისთვის, რომელიც 2024-2027 წლებში ქვეყანას 50 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას. უკრაინის ფინანსური დახმარება გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც სამხედრო დახმარებასა და რუსეთზე სასანქციო ზეწოლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია", - წერს ზელენსკი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). ცნობისთვის, დღეს, 1-ელ თებერვალს ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)