16:59 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 21:23:54, 1100 ნახვა

მსოფლიო
ლოიდ ოსტინი - აშშ თავისი ჯარების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს

აშშ თავისი ჯარების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ის აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად არ აპირებს სამხედრო ძალებზე თავდასხმები მოითმინოს.

"პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ აშშ-ის ძალებზე თავდასხმებს და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას აშშ-ისა და ჩვენი ჯარების დასაცავად", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics