2024-01-29 13:45:18, 869 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს დატოვებს, კობახიძის კანდიდატურას მოწინაღმდეგეები ჰყავს
![]() საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს. თავდაპირველი ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა. უკვე არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის. "ექსპრესნიუსმა" ინფორმაცია, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან გადაამოწმა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, 24 იანვარს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს შეხვედრაში პოლიტიკაში ახლად დაბრუნებული ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა უკმაყოფილება შესაძლო კორუფციულ სკანდალებზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო წელს პარტია დიდი რისკის ქვეშ დგას. ამასთან "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე მოწინააღმდეეგებიც ჰყავდნენ. კობახიძის მოწინაღმდეგეთა არგუმენტით, მისი ფიგურა მოსახლეობაში ძალიან არაპოპულარულია და პარტიას დააზარალებს. პრემიერის შემცვლელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოლაპარაკებები სტამბულში - უკრაინა და რუსეთი მშვიდობისგან შორს არიან
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს
![]() რუსებმა სუმის ოლქს რაკეტებით დაარტყეს - არის მსხვერპლი
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|