|
2024-01-25 17:08:46, 993 ნახვა
მსოფლიო
ვლადლენ ტატარსკის აფეთქების საქმეზე დაკავებულ დარია ტრეპოვას 27-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის აფეთქების საქმეზე დაკავებულ დარია ტრეპოვას 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს. მედიის ცნობით, პროკურატურა დარია ტრეპოვასთვის 28 წლით პატიმრობასა და 800 000 რუბლის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. "დარია ტრეპოვა ცნობილია დამნაშავედ. მას სხვადასხვა დანაშაულების კომბინაციისთვის ჩვეულებრივი რეჟიმის კოლონიაში 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე 600 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა", - განაცხადა მოსამართლემ, ტიმურ ჟიდკოვმა განაჩენის გამოცხადებისას. მოსამართლის თქმით, ტრეპოვას ბრალი ტერორისტული თავდასხმისთვის, ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, გადაცემა, შენახვა, ტრანსპორტირება, ტარებისთვის და სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ყალბი მართვის მოწმობის შეძენისთვის წარედგინა. დარია ტრეპოვას გარდა, სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მის თანამზრახველს, დმიტრი კასინცევს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა. ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა კი, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)