18:46 - 04 Oct, 2026
|
2024-01-24 17:34:29, 1154 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - სტოლტენბერგს დავუდასტურე, რომ ჩვენი მთავრობა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს
სტოლტენბერგს დავუდასტურე, რომ ჩვენი მთავრობა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს უნგრეთის პარლამენტთან მუშაობას, რათა შვედეთის გაწევრიანებას მხარი მანაც დაუჭიროს. „ახლახან ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ასევე ხაზი გავუსვი, რომ გავაგრძელებთ უნგრეთის პარლამენტთან მუშაობას, რათა მან მხარი დაუჭიროს შვედეთის გაწევრიანებას“, - წერს ორბანი X-ზე. ცნობისთვის, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)