18:46 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 16:32:27, 938 ნახვა

მსოფლიო
აშშ უკრაინას ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად დამატებით 11,8 მილიარდს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად $11,8 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჟანეტ იელენმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან ვირტუალურად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

იელენის თქმით, აშშ უკრაინისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებით ასტიმულირებს სხვა დონორებსაც, რომლებმაც 2024 წლის ბიუჯეტის 3/4 უნდა შეავსონ. 

„ფინანსური მხარდაჭერა დაკავშირებულია უკრაინის წარმატებებთან ბრძოლის ველზე. აღნიშნული მხარდაჭერა ადასტურებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვას დემოკრატიული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი. ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა დაეხმარება უკარინას ომში გამარჯვებაში და დაიცავს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს გლობალური მასშტაბით", - განაცხადა ჟანეტ იელენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics