|
2024-01-23 22:13:46, 791 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. ანჯეი დუდამ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს პრეზიდენტის ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდა. "კამინსკი და ვონსიკი შევიწყალე. მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ პრეზიდენტის ბრძანების დაუყონებლივ შესრულებისკენ. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)