|
2024-01-19 12:50:32, 1166 ნახვა
მსოფლიო
Deutsche Welle - გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა
გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. Deutsche Welle-ს ცნობით, აღნიშნული კანონით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა არალეგალურ მიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავებას ცდილობს. გამოცემის ცნობითვე, კანონპროექტის მიხედვით, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ახლა აქვს მეტი უფლებამოსილება, რომ ჩხრეკა ჩაატაროს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც. ეს ქმედებები ღამის საათებშიც დაიშვება, თავად დეპორტაციის შესახებ კი წინასწარ გაფრთხილება აღარ მოხდება. გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ 12 წლამდე ბავშვების მქონე ოჯახებისთვის. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, კანონპროექტი ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, - განაცხადა ფეზერმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კანონი თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას მისცემს, გერმანიაში ქვეყანაში ჩასვლიდან 6 თვის შემდეგ დასაქმდნენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანია საქართველოსთან, მოლდოვასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთსა და ყირგიზეთთან არალეგალი მიგრანტების სწრაფ დეპორტაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)