|
2024-01-16 10:19:20, 766 ნახვა
მსოფლიო
კალასი - ევროპას 3-5 წელი აქვს, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს
ევროპას 3-5 წელი აქვს, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს, - აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა. კალასის თქმით, დასავლეთმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს და რუსეთს მრავალი წლით ჩამოართვას შესაძლებლობა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს დაემუქროს. „ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს ერთიანობას და პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის მიმართ. იმიტომ, რომ რუსეთს სურს პაუზა და ეს პაუზა სჭირდება რესურსების და ძალების მოკრებისთვის. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს. ამიტომ, სისუსტე რუსეთის პროვოცირებას ახდენს... რუსეთს არასოდეს წაუგია ბოლო დროს კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს ისტორიული ციკლი და ამის მთავარი ელემენტი ანგარიშვალდებულებაა. ისინი არასოდეს აგებდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე", - განაცხადა კალასმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)