22:23 - 04 Oct, 2026
|
2024-01-11 18:49:52, 680 ნახვა
მსოფლიო
პიტერ სიიარტო და დმიტრო კულება ორბანისა და ზელენსკის შეხვედრის საკითხს განიხილავენ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან უკრაინის ქალაქ უჟგოროდში შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მოლაპარაკებები, რომელიც 29 იანვარს არის დაგეგმილი მონაწილეობას ასევე მიიღებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. როგორც სიიარტო აღნიშნავს, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრის მონაწილეები ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მომზადებას განიხილავენ. „ყველაფერი თუ კარგად წარიმართება, არის დადასტურებული თარიღი 29 იანვარი, ჩვენ შევხვდებით უკრაინელ კოლეგასთან, მინისტრ კულებასთან უჟგოროდში, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ მაღალი დონის შეხვედრა სიტუაციას დაეხმაროს“, - განაცხადა სიიარტომ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)