|
2024-01-10 09:07:35, 651 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს
განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს,- ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. როგორც ბლინკენმა თელ-ავივში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, აშშ-ს სურს, რომ "ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს". "ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობაში გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვებში, ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ომმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ტანჯვა მოიტანა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მიაღწიოს თავის ძალიან ლეგიტიმურ მიზნებს, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდება”,- თქვა სახელმწიფო მდივანმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს გუშინ, 9 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართა. ეს ბლინკენის რიგით მეოთხე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ქვეყანაზე მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო. ბლინკენი ისრაელში პირველად 12 ოქტომბერს ჩავიდა, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მეორე ვიზიტი 3 ნოემბერს, მესამე კი, დეკემბრის დასაწყისში შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)