|
2024-01-10 02:28:07, 825 ნახვა
მსოფლიო
ეკვადორში ბანფორმირებებმა აჯანყება დაიწყეს
შეიარაღებულმა პირებმა ეკვადორის ტელევიზიის სტუდია დაიკავეს. რამდენიმე ჟურნალისტი მძევლად აიყვანეს. პირდაპირი ეთერის დროს, უცნობი ნიღბიანი პირები იარაღითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით შეიჭრნენ TC Televisión არხის ოფისში, Guayaquil-ში. კადრებში აღბეჭდილია მომენტი, თუ როგორ უსვამენ მამაკაცები ავტომატებს ტელეწამყვანებს, აიძულებენ იატაკზე დაწოლას და ერთ-ერთ მათგანს ქურთუკში დინამიტის ჯოხს ათავსებენ. ამის შემდეგ ტყვიამფრქვევის ცეცხლი გაისმა და მაუწყებლობა შეწყდა. ახლა შენობა სპეცსამსახურებმა ალყა შემოარტყეს, თავდასხმისთვის ემზადებიან. სტუდიის აღება ხდება საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის ფონზე, რომელიც ეკვადორის პრეზიდენტმა გამოაცხადა "მკაცრი შიდა არეულობის" გამო. ქვეყანაში ციხის აჯანყებების სერია მოხდა, ლოს ჩონეროსის ჯგუფის ლიდერი თავისუფლებაში გაიქცა, რის შემდეგაც ჯარი განლაგდა დედაქალაქში და ტერორისტული საფრთხე გამოცხადდა. ქვეყანაში მასობრივი არეულობა დაიწყო ციხის აჯანყებისა და ლოს ჩონეროსის ყველაზე დიდი ჯგუფის ლიდერის, ადოლფო მაკიას ვილამარის ციხიდან გაქცევის შემდეგ - მას 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შეიარაღებულმა ბანდიტებმა დაიწყეს თავდასხმა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და პოლიციის განყოფილებებზე, აიღეს უნივერსიტეტი და ცდილობდნენ ხალხის გატაცებას. ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ მოახერხა TC Televisión-ის ოფისის ნაწილის გათავისუფლება. პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ "არხის ჩინოვნიკებისა და სპეციალისტების დიდი უმრავლესობა გაათავისუფლეს" და უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს რამდენიმე ბანდიტის დაკავება, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)