|
2024-01-08 21:57:45, 956 ნახვა
მსოფლიო
პიტერ სტანო - რუსეთის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალურ აგრესიაში შედეგები მოჰყვება
ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალურ აგრესიაში დაეხმარება, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. როგორც სტანო აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის პოტენციური მიწოდება არის თემა, რომელსაც ევროკავშირი სერიოზულად აკვირდება და პარტნიორებთან ერთად განიხილავს. "ევროკავშირი თანმიმდევრულად, ძალიან მკაფიოდ აცხადებს: ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ კრიმინალურ აგრესიაში დაეხმარება, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, შედეგები მოჰყვება. ვგმობთ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერ უცხოურ მიწოდებას, იარაღს, რომელსაც უკრაინელების მოსაკლავად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებენ. ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის პოტენციური მიწოდება შეიძლება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და გაეროს სანქციების დარღვევა იყოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ევროკავშირში, განვიხილავთ მას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას და მოვუწოდებთ ყველა [ქვეყანას], მხარი არ დაუჭირონ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში", - განაცხადა სტანომ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)