01:40 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 15:42:36, 714 ნახვა

მსოფლიო
მედია - აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, ორი ფრანგი დიპლომატი კი ქვეყნიდან გააძევა

აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, 26 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ბოიონი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ გამოხატა "სერიოზული პროტესტი" 1961 წლის ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის საწინააღმდეგო საქმიანობასთან და დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებზე და საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

მედიის ცნობითვე, აღნიშნულ პირებს აზერბაიჯანის 48 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვეს.

აღსანიშნავია, რონ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტა საფრანგეთის ელჩს უკვე გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics