|
2023-12-21 22:47:09, 774 ნახვა
საზოგადოება
სუიციდის პრევენციის საკითხზე უწყებათაშორისი მრგვალი მაგიდა გაიმართა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს პროექტის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგაძემ სუიციდის პრევენციის მნიშვნელობასა და საჭიროებებზე ისაუბრეს; იმსჯელეს იმ თანამშრომელთა ფსიქოემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რომელთაც, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, სტრესულ გარემოში უწევთ საქმიანობა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოწვევების ეფექტურად გამკლავების მიზნით ღონისძიების მონაწილეები კოორდინირებულ მუშაობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. "სუიციდის პრევენციის საკითხზე მრგვალი მაგიდა პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის; იუსტიციის სამინისტროს; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ზრუნვის სააგენტო); თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. სუიციდის პრევენციის პროგრამა პენიტენციურ სისტემაში საპილოტე რეჟიმში 2013 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სუიციდისკენ მიდრეკილი პირების გამოვლენა, მათთვის დახმარების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროფესიის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ თითოეული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შემუშავება და განხორციელებაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)