|
2023-12-21 16:15:15, 729 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონს კიდევ ორი სკვერი შეემატა
გლდანის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატა. თბილისის მერიის ცნობით, გლდანულაში, N2-2ა კორპუსებთან და მუხიანში, მეორე მიკრორაიონის N7–9 კორპუსებთან გლდანის გამგეობამ სკვერების სრული რეაბილიტაცია დაასრულა. მერიის ინფორმაციით, გამგეობის მიერ სამუშაოები მუხიანში 4 350 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა და სამუშაოებისთვის 555 091 ლარი დაიხარჯა, ხოლო გლდანულაში 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერის მოწყობისთვის 381 941 ლარი გამოიყო. "სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გლდანულას სკვერში მოეწყო გარე გამოყენების ტენისის მაგიდა, მუხიანში კი - ფიტნეს სივრცე. გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დასრულებულ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)