|
2023-12-21 15:02:42, 715 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი - ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, ანდრეა რინალდის შეფასებით, ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 22-23 დეკემბერს, ბაკურიანში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი იასპარეზებს. „ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა. დიდი ინვესტიციებია განხორციელებული სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას ხელი ძალიან შეუწყო მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარებამ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ზრდისთვის. რაც შეეხება ბაკურიანს, ეს შესანიშნავი ადგილია, ყველასთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა", - განაცხადა რინალდიმ. 2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გაგრძელდება გუდაურში სნოუბორდ კროსის (3-4 თებერვალი), ხოლო ბაკურიანში სქი ქროსის დისციპლინაში (10-11 თებერვალი) გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორები არიან კომპანიები „სილქნეტი" და „ბორჯომი."
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)