02:12 - 05 Oct, 2026
|
2023-12-21 10:12:27, 861 ნახვა
მსოფლიო
კირბი - კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას იანვარში ველოდებით
თეთრი სახლი კონგრესის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას 2024 წლის იანვრის დასაწყისში ელოდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კირბიმ ბრიფინგზე აღნიშნა, "უკრაინა დაფინანსებას რაც შეიძლება მალე მიიღებს". "ეს მოხდება, დიდი ალბათობით, იანვრის დასაწყისში - რაც უფრო ადრე, მით უკეთესი",- თქვა კირბიმ. ცნობისთვის, მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დეკემბერში უკრაინის დასაფინანსებლად თანხა ამოეწურება, თუ კონგრესი არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაუდებელი დამატებითი ხარჯების მოთხოვნაზე, რომელიც კვირების განმავლობაში შეჩერებულია.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)