02:15 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 21:57:36, 1142 ნახვა

მსოფლიო
მორავეცკი - პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას ჩვენ არ დავუშვებთ - ხელისუფლება კანონს ყოველ ნაბიჯზე არღვევს

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მორავეცკი აღნიშნავს, "ხელისუფლება, რომელიც თითქოს კანონის უზენაესობაზე ზრუნავს, მას ყოველ ნაბიჯზე არღვევს".

"კულტურის მინისტრის უკანონო ქმედებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება, რომელიც თითქოს კანონის უზენაესობაზე ზრუნავს, მას ყოველ ნაბიჯზე არღვევს. და მხოლოდ ერთი კვირაა, რაც მართავენ [ქვეყანას]. არ დავნებდებით. ჩვენ არ დავუშვებთ პოლონეთში დიქტატურის მშენებლობას", - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოს და საინფორმაციო სააგენტოს PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics