|
2023-12-19 17:03:19, 632 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 45 740 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 4 ქუჩა შეკეთდა კაპიტალურად; აშენდა გრუნტის დამჭერი 6 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 120 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 550 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 6 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე. უწყების ცნობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ტაბახმელაში, მულტიფუნქციური სივრცის მშენებლობა დაიწყო, რის შედეგადაც 4 სპორტული მოედანი მოეწყობა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის განმავლობაში 110 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 45 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა, ხოლო ლიფტების რეაბილიტაცია 13 მისამართზე განხორციელდა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 7 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება. მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 21 182 390 ლარი დაიხარჯა. დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მან, ასევე, 2024 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი. მთაწმინდის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე და დედაქალაქის მთავრობის წევრები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)