14:44 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 10:23:16, 948 ნახვა

საზოგადოება
რას გულისხმობს ულტრაბგერითი თერაპია?

ულტრაბგერითი თერაპია არაინვაზიური მკურნალობის მეთოდია, რომლის დროსაც, თერაპიული ეფექტის მისაღებად, აკუსტიკური ტალღების მეშვეობით ხდება რბილ ქსოვილებზე ზემოქმედება. ეს მეთოდი ფართო გამოიყენება  რეაბილიტაციის დარგში.

პროცედურისას ბგერითი ტალღები  აღწევს კუნთებისა და რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში. თერაპიას აქვს თერმული  და მექანიკური ეფექტი,  ამის საშუალებით შესაძლებელია შემდეგი ეფექტის მიღება :

  1. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება: აპარატში გამომუშავებული სითბო დამუშავებულ ზონაში აძლიერებს ცირკულაციას . ეს ხელს უწყობს ქსოვილებში მეტი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას.
  2. კუნთებისა და ქსოვილების რელაქსაცია:  ულტრაბგერითი თერაპია ხელს უწყობს კუნთებისა მოდუნებას, რაც ამცირებს ტკივილს ,  კუნთის დაჭიმულობას და სპაზმს.
  3. შეხორცების დაჩქარება: ულტრაბგერითი თერაპიით სტიმულირებული სისხლის ნაკადი და მომატებული უჯრედული აქტივობა ხელს უწყობს სხეულის ბუნებრივი სამკურნალო პროცესების გააქტიურებას და აჩქარებს აღდგენით პროცესებს.
  4. ტკივილის შემსუბუქება: ულტრაბგერითი თერაპიის თერმულ ეფექტს ანალგეზიური მოქმედებაც აქვს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ოსტეოართრიტის, ტენდინიტის და კუნთის დაჭიმულობის დროს.

ულტრაბგერითი თერაპია გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები - ოსტეოქონდროზი, დისკოპათია და სხვა
  • სახსრების ტკივილი - ართროზი,ართრიტი, ტენდინიტი-ტენდინოპათია და სხვა
  • სპორტული ტრავმა
  • ნევრალგია, ნევრიტი, ნევროპათია
  • პოსტ-ოპერაციული მდგომარეობები   და სხვა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ულტრაბგერითი თერაპიის ეფექტურობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ის უმტკივნეულო პროცედურაა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics