|
2023-12-14 16:55:37, 758 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკსა და ინტერნეტბანკს ახალი ციფრული სასაჩუქრე ბარათები დაემატა
"საქართველოს ბანკი" მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ახალი სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკი მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - ციფრულ სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობს, რომელიც "საქართველოს ბანკის" მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი. ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს სასურველი ვიზუალი ბარათისთვის და თან მისალოცი წერილიც დაურთოს. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათი შეგიძლიათ გაუგზავნოთ ნებისმიერ ადრესატს ტელეფონის ნომერზე და არ არის აუცილებელი ჰქონდეს მობილბანკი, რათა ის გაიაქტიუროს. „სასაჩუქრე ბარათები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში მორიგი სიახლეა "საქართველოს ბანკისგან". წინასაახალწლოდ ყველას ძალიან ბევრი საქმე აქვს: საყიდლები, საშობაო დეკორაცია, საჩუქრები ოჯახის წევრებისთვისა თუ სიქრეთ სანტას ადრესატისთვის. შესასრულებელი დავალებების სიას ბოლო არ უჩანს. ციფრული სასაჩუქრე ბარათი ნებისმიერი სიტუაციისთვის კარგი გამოსავალია, რადგან მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეიძენ და ადრესატი მას მომენტალურად მიიღებს. მისი შეძენა შესაძლებელია როგორც "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ბარათით, ასევე ნაწილ - ნაწილ გადახდის მეშვეობით. ხოლო, თუ მეგობრები საერთო საჩუქრის ყიდვას გეგმავთ, შეგიძლიათ თანხის გაყოფის ფუნქციონალი გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ შენ მიიღე ვაუჩერი, მობილბანკში გააქტიურებისას გამოჩნდება თუ სად დახარჯე და რამდენი დაგრჩა ანგარიშზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი სასურველი თანხის სასაჩუქრე ვაუჩერის ჩუქება არის შესაძლებელი. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს მომხმარებლებს საჭირო და დროული პროდუქტი შევთავაზოთ, რათა გავუმარტივოთ მათ ყოველდღიურობა და საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)