|
2023-12-14 13:03:18, 544 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძემ INL-ის მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ტოდ რობინსონთან პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში მიღწეული პროგრესი განიხილა. "რატი ბრეგაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ და, კერძოდ, INL უწყების მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ისეთ ინოვაციურ პროექტებს, როგორიცაა: ციფრული უნივერსიტეტი, რე-მარკეტი, პრობბოქსი, სპორტის მართვის სისტემა, ევროპული ტიპის პირველი პენიტენციური დაწესებულება ლაითურში, ახალი სასწავლო ცენტრი სააკაძეში და სხვ. რატი ბრეგაძემ ტოდ რობინსონს მადლობა გადაუხადა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები" – INL-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)