|
2023-12-13 13:14:58, 880 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - თუ უკრაინის შემთხვევაში პროგრესულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ანალოგიურად საქართველო-მოლდოვას შემთხვევაშიც უნდა მოხდეს
თუ უკრაინის შემთხვევაში პროგრესულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სამართლიანი არ იქნება, რადგან უნდა გაგვახსენდეს, რატომ დავიწყეთ საუბარი გაფართოებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა. კალიურანდის თქმით, "ქართულმა ოცნებამ", ისევე, როგორც სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, ბევრი შეცდომა დაუშვეს. "რთულია, თითქმის შეუძლებელია, იწინასწარმეტყველო, რა მოხდება 2 დღის შემდეგ ევროპულ საბჭოში. ვფიქრობ, სამართლიანია, როდესაც სამივე ქვეყანა ერთად მოიაზრება. თუ უკრაინის შემთხვევაში პროგრესულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სამართლიანი არ იქნება, რადგან უნდა გაგვახსენდეს, რატომ დავიწყეთ საუბარი გაფართოებაზე. უკრაინის ომის გარეშე, ამ საკითხზე არც კი ვისაუბრებდით. ეს არის რეალობა. იმედი მაქვს, მწვანე შუქს სამივე ქვეყანას აუნთებენ. ცხრავე პირობა საქართველოსთვის არის თანაბრად მნიშვნელოვანი. ევროკომისიამ ეს ძალიან მკაფიოდ თქვა. ეს არის ის დარგები, სადაც საქართველომ უნდა განიცადოს პროგრესი. ეს არის თქვენი ქვეყნის მომავალი, თუ გინდათ, რომ იყოთ ამ კლუბის წევრი. რაც შეეხება პოლიტიკოსების როლს, რთულია, წახვიდე უფრო შორს. პოლარიზაცია, რომელიც თქვენს ქვეყანაშია და პოლარიზაცია, რომელიც თქვენს ქვეყანაში სულ იყო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, პოლიტიკურმა პარტიებმა დაუშვეს უდიდესი შეცდომა, როცა არ შევიდნენ პარლამენტში. მათ მიიღეს მანდატი საკუთარი ამომრჩევლისგან. "ქართულმა ოცნებამ" დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი შეცდომები იყო ორივე მხრიდან. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სურვილს, რომ გადალახონ პოლარიზაცია. პოლარიზაცია არის პოლიტიკურ გარემოში და მედიაში. თქვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული თუ არ ისწავლით, რომ ითანამშრომლოთ სხვებთან და თუ არ ისწავლით, რომ მოუსმინოთ სხვებს", - განაცხადა კალიურანდიმ. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)