|
2023-12-13 12:37:29, 728 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, გამრეკელის ქუჩაზე კიდევ ერთი პროექტი იწყება
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში დასრულდა სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დავით გამრეკელის ქუჩის პირველი შესახვევის N6-ში მრავალბინიანი კორპუსის ჩანაცვლების მიზნით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი, ავარიული შენობის ადგილზე ახალი, მრავალბინიანი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. „პირველ ჯერზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, რადგან მონაწილეობის მიღება არავინ ისურვა. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, საცხოვრებლად უვარგისი იყო და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. მომზადდა პროექტი, რომელიც შედგენილია შპს „ჯორჯიან ჰაუსის“ მიერ. დაახლოებით, 36 თვე დასჭირდება სამუშაოების ჩატარებას. 19 ოჯახი, რომელიც ავარიულ სახლში ცხოვრობდა, ბინით უზრუნველყოფილია და ქირით გაყვანილია იქამდე, სანამ ამ პროექტის განხორციელება არ დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, აღნიშნული მიმართულებით იაქტიურონ და პროექტში ჩაერთონ. „ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობთ, იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენს რაიონულ გამგეობას და ყველანაირად დაგეხმარებით. საჭიროა, ყველა მობინადრისგან იყოს თანხმობა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. უკვე არსებობს უამრავი შეთანხმება, რომელიც სხვადასხვა ეტაპზეა და პროექტის შემუშავება სანებართვო ეტაპზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ავარიული სტატუსის მქონე ყველა ავარიული კორპუსის ჩანაცვლება 2-3 წელიწადში შეუძლებელია, თუმცა, ეტაპობრივად, ყველაფერი მოწესრიგდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა აქვე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროგრამით დაინტერესება და მასში მონაწილოება სთხოვა. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროგრამაში. მესმის, რომ ბიზნესი ვერ ხედავს დიდ ეკონომიკურ მოგებას ამ შეთავაზებით, თუმცა ამით უამრავ ადამიანს ვახარებთ და პროცესში თქვენი თანამონაწილეობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. შედარებისთვის, როდესაც კორპუსებს აშენებთ, დეველოპერულ საქმიანობასთან შედარებით, აქ მომგებიანობა გაცილებით ნაკლებია. ეს არის სოციალური პროექტი, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ. მინდა, მიიღოთ ამ ტენდერებში მონაწილეობა. ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გამართა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან, ავუხსენით ყველაფერი, ვთხოვეთ მხარდაჭერა და ვნახოთ. იმედია, იქნება მათი მხრიდან მეტი ჩართულობა, რაც ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - დასძინა კალაძემ.
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)