03:47 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 10:12:23, 779 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - აშშ განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ

აშშ განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად დაფინანსება გამოყოს.

"პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ვერ დაეხმარება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ცდება... თუკი, რუსი პროპაგანდისტები ზეიმობენ, შესაძლოა, დროა, გადახედოთ, რას აკეთებთ",- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს 11 დეკემბერს ესტუმრა. ეს ზელენსკის აშშ-ში რიგით მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინტონში ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბერში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics